პარალიზებული დედაქალაქი. რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისის ცენტრალურ ნაწილში გადაადგილება შეუძლებელი იყო. "რიონის ხეობის მცველებმა" მთავარი სატრანსპორტო კვანძი ისე დაიკავეს, რომ პოლიციას მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. სწორედ სამართალდამცველების თანხლებით გაიარეს სახალხო პროტესტის მონაწილეებმა გზა რესპუბლიკის მოედნიდან გმირთა მოედნამდე.
"რიონის ხეობის მცველები" ხეობაში ბრუნდებიან, თუმცა მანამდე კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. კარვების ქალაქიდან ფილარმონიამდე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მსვლელობით მივიდნენ, საპროტესტო აქციის შემდეგ კი პროტესტის მონაწილეები უკვე გმირთა მოედნისკენ დაიძრნენ.
თბილისის პარალიზებაზე რეაგირება არ მოუხდენია შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ცნობისთვის, უკვე მესამე დღეა, თბილისში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. "რიონის ხეობის" მცველები დედაქალაქის დატოვებას ხვალ, 26 მაისს აპირებენ.
იხილეთ ასევე: