მიუხედავად მსოფლიოს არაერთი ქვეყნის გადაწყვეტილებისა, რომ ბელარუსის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლას აჩერებენ, საქართველოდან მინსკი-თბილისის რეისი მაინც შეუფერხებლად ხორციელდება.
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრეს, რეისი ყოველდღიურად, 03:45 საათზე სრულდება. ამ მიმართულებით ბელარუსის ავიაკომპანია "ბელავია" დაფრინავს.
ფრენები შეუფერხებლად გრძელდება ბათუმის აეროპორტიდანაც.
25 მაისის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლას უკრაინა წყვეტს. ფრენებს
ასევე, წყვეტენ ავიაკომპანიები: Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები".
მანამდე კი, 23 მაისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ბრძანება გასცა, რომ მინსკში თვითმფრინავი დაესვათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი მომხდარს, რომელსაც მსოფლიო თანამეგობრობა ტერორისტულ აქტად აფასებს, ასე გამოეხმაურა: "მივესალმებით თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაფრენას".
ამავე თემაზე: