ბაიდენის ადმინისტრაცია ბელარუსის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს განიხილავს

გამოქვეყნდა:

მინსკში თვითმფრინავის იძულებით დასმისა და ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავების გამო შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია შესაბამის ზომებს განიხილავს.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელარუსის მიერ Ryanair-ის ფრენის იძულებით დასმა, შემდგომში კი ბელორუსი ჟურნალისტის რამან პრატასევიჩის დაკავება საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფაა.

"შეერთებული შტატები მკაცრად გმობს თვითმფრინავის გადამისამართებასა და ბატონი პროტასევიჩის დაკავებას. ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი და ვიდეო, რომელიც, როგორც ჩანს ბატონმა პროტასევიჩმა იძულებით ჩაწერა, არის სამარცხვინო შეურაცხყოფა, როგორც პოლიტიკურად განსხვავებულ აზრის, ისე პრესის თავისუფლების. 

შეერთებული შტატები უერთება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოწოდებას მის გასათავისუფლებლად, ასევე მოითხოვს ასობით პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმმა უსამართლოდ დააკავა",- ნათქვამია თეთრი სახლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სანქციებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმება.

"ჩემს გუნდს ვთხოვე, შეემუშავებინათ შესაბამისი ვარიანტები, იმისთვის, რომ ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კომუნიკაციით, პასუხისმგებლობა დავაკისროთ, მათ ვინც მომხდარზე პასუხისმგებელია",- წერია განცხადებაში.

შეერთებული შტატები ბელარუს ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ აშშ ბელარუსი ხალხის გვერდში დგომას გააგრძელებს.

23 მაისს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ბრძანება გასცა, რომ მინსკში თვითმფრინავი დაესვათ.

ამევე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი