უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერს, რომ ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ეფექტური ინსტრუმენტი იქნება.
"უკრაინის მინისტრთა კაბინეტის და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ აქტიური თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში კვლავაც იქნება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის, ჩვენი სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის და ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩვენი სახელმწიფოების წარმატებული წინ წაწევის ეფექტური ინსტრუმენტი.
საქართველოს და უკრაინას აქვთ მნიშვნელოვანი პოტენციალი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისათვის, რასაც ხელს შეუწყობს, კერძოდ, საქართველო-უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ეფექტური საქმიანობა",-აღნიშნულია მილოცვაში.
დენის შმიგალი ასევე აღნიშნავს, რომ მოხარული იქნება პრემიერმინისტრს უახლოეს მომავალში შეხვდეს და განიხილონ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების დღის წესრიგი.
ამავე თემაზე: