"ქართული ოცნების" დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ულტიმატუმებით საუბარი არ შეიძლება გამოსავალი მოიძებნოს. მისი თქმით, თუ რიონის ხეობის მცველებიდან ვინმეს ხელშეკრულებაში ან გადაწყვეტილებაში რამე ხარვეზი აწუხებს ტელევიზიებში უნდა მივიდეს, დებატებში მონაწილეობა მიიღოს.
"ულტიმატუმების ენით საუბარი არ შეიძლება გამოსავლამდე მიდიოდეს, გამოსავალი არ მდგომარეობს მკვეთრ დაპირისპირებაში, გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ვინმეს რეალურად რაიმე ხარვეზი აწუხებს, თუ ასეთი არის, მე არ ვამბობ, რომ სადმე ხარვეზია, ან რომელიმე ხელშეკრულებაში, ან რომელიმე გადაწყვეტილებაში, უნდა ილაპარაკოს ამაზე, უნდა დაჯდეს ტელევიზიებში, დებატებში მიიღოს მონაწილეობა და არ უნდა შეუშალოს ხელი საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობას", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველები დღეს, 26 მაისს 16:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან სადაც მსვლელობის გეგმას გააჟღერებენ. საღამოს მათ გუმათში დაბრუნება დააანონსეს.
ამავე თემაზე: