პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ პოლონეთმა საქართველოს კოვიდვაქცინების გარკვეულ დოზები გაუზიაროს. თემასთან დაკავშირებით, ანდჟეი დუდამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პოლონეთში დაბრუნებისთანავე ის ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერთან ისაუბრებს.
"მე განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა, გავუზიაროთ საქართველოს ვაქცინები. ჩვენ შევძლებთ ქართულ მხარეს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა. მე ქალბატონ პრეზიდენტს შევპირდი, რომ ვარშავაში დაბრუნებისთანავე ამ თემაზე ვისაუბრებ, როგორც პოლონეთის ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის ხელმძღვანელთან, ასევე, პოლონეთის ჯანდაცვისა და პრემიერმინისტრთან და იმედი მაქვს, ამ კუთხითაც შევძლებთ ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა, კორონავირუსთან ბრძოლის ასეთ რთულ სიტუაციაში",-თქვა ანდჟეი დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს გუშინ 26 მაისს ეწვია. დღეს ის პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.