ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატში, 22 წლის ები ბაჯინსკიმ, ვაქცინაციის შემდეგ 1 მილიონი დოლარი მოიგო. NBC-ის ინფორმაციით, გათამაშება Vax-a-Million lottery სახელმწიფომ ვაქცინაციის წახალისების მიზნით დააწესა.
გამოცემის ცნობით, ბაჯინსკი გათამაშების დაწესებამდე აიცრა და მისი მიზანი მეგობრებისა და ახლობლების დაცვა იყო.
გათამაშებაში გამარჯვებულმა ჯერ არ იცის, რაში დახარჯავს მოგებულ ფულს, თუმცა ამბობს იმასაც, რომ ამ თანხის ნაწილს ქველმოქმედებაში დახარჯავს, ნაწილით კი საოცნებო მანქანას იყიდის.
ოჰაიოს შტატში გათამაშება ყოველკვირეულია და მასში ჩართვა იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომლებსაც ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვთ გაკეთებული.