ევროპის წამლის სააგენტომ Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 12-15 წლის ბავშვებისთვის დაამტკიცა.
"ევროპის წამლის სააგენტომ, ადამიანთა წამლების კომიტეტმა, დღეს Pfizer / BioNTech კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 12-15 წლამდე ბავშვებისთვის გამოყენების განცხადება დაამტკიცა", - წერს EMA.
Pfizer არის პირველი ვაქცინა, რომელიც ევროპაში ამ ასაკობრივი ჯგუფებისთვის დამტკიცდა. კომპანიის თქმით, გვერდითი მოვლენები 12-15 წლის ბავშვებში 16-25 წლის ასაკის პირების კვლევის დროს გამოვლენილის მსგავსია. 16-25 წლამდე ასაკის პირებმა კვლევის დროს, ვაქცინა კარგად გადაიტანეს, ჰქონდათ მსუბუქი გვერდითი მოვლენები, თავის ტკივილი, სიცხე, დაღლილობა და აცრის ადგილას ტკივილი.
Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა ევროპაში 16 წლის ასაკისა და უფროსი ადამიანებისთვის უკვე ნებადართულია.