"ქართული ოცნების" პოლიტიკური რეპრესიები მართმსაჯულების სახელით - მმართველი გუნდი ოპონენტების წინააღმდეგ ძველ საქმეებს აცოცხლებს. სამიზნე ამ შემთხცვევაში ირაკლი ოქრუაშვილია. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქალაქო სასამართლო ბუტა რობაძქიძის საქმეზე ოქრუაშვილის ბრალის განხილვას აგრძელებს. ოპოზიციის შეფასებით, ეს პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა.
"ევროპული საქართველოს" წევრი, ლაშა დამენია ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის პარლამენტში შესვლიდან მალევე, ირაკლი კობახიძემ დაანონსა, რომ "პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმეები არ შეჩერდებოდა და სხვა დაპირებებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნება" ამ დაპირებას ასრულებს".
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდს ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყოველთვის ექნება მცდელობა, რომ რეპრესიული აპარატი აამოქმედოს. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ახლა იმ მდგომარეობაში არ არის, რომ საქმე დაჭერამდე მიიყვანოს, ან რეალური რეპრესიები აამოქმედონ". ჩიხლაძის შეფასებით, ეს არჩევნების წინ დაშინების მცდელობაა.
"ლელოს" წევრი ლანა გალდავა კი მიიჩნევს, რომ "საჭიროა ოპოზიციური სპექტრის გააქტიურება და გაძლიერება", რათა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბუტა რობაქიძის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. პროცესის ჩანიშვნის შესახებ ინფრომაცია თავად ოქრუაშვილმა დღეს მიიღო და ამის შესაებ სოციალურ ქსელში დაწერა. ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2019 წლის ნოემბერში წარუდგინეს.
იხილეთ ასევე: