
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანს კორონავირუსი დაუდგინა. ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა საინფორმაციო სააგენტოებს თავად აცნობა. "РИА Новости"-ის ინფორმაციით, პესკოვი მკურნალობას ერთ-ერთ კლინიკაში გადის. პუტინის პრეს-მდივნის ვირუსით დაინფიცირებას რუსული BBC-იც ადასტურებს.
დიმიტრი პესკოვის თქმით, თვეზე მეტია, რაც ვლადიმერ პუტინთან შეხება აღარ ჰქონია.
რუსეთის მთავრობაში კორონავირუსით ინფიცირების მესამე შემთხვევა გამოვლინდა.