ენმ დესტრუქციული ძალაა, რომლის სურვილიცაა ქვეყანაში არეულობა - კალაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, "ნაციალური მოძრაობა" დესტრუქციული ძალაა და მისი სურვილი ქვეყანაში არეულობაა.

"ნაციონალური მოძრაობა ეს არის დესტრუქციული ძალა, სამწუხაროდ, რომლის სურვილიცაა ზოგადად, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია და ა.შ. არაერთი განცხადებები, კონკრეტული ნაბიჯები გვახსოვს მათი ლიდერების მხრიდან გაკეთებული ამ მიმართულებით", - თქვა კახი კალაძემ

შეგახსენებთ, რომ ენმ პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელს არ აწერს. ამის გამო პარტიას დღეს ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმები წაუყენა. მისი თქმით, თუ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, პარტია ვერ ისარგებლებს ოპოზიციისთვის გათვალისწინებული პრივილეგიებთ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი