საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრემიერები EU-ს ვაქცინებით დახმარებას სთხოვენ

გამოქვეყნდა:

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის პრემიერმინისტრებმა ევროკავშირის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართეს. ისინი ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას სთხოვენ.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პრემიერმინისტრები პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მყისიერ დახმარებას უსვამენ ხაზს.

"სამი ქვეყნის პრემიერმინისტრი მიმართავს ევროკომისიას თხოვნით, რომ ევროკავშირმა საკუთარი "ვაქცინების გაზიარების მექანიზმი" გაავრცელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც, რაც სხვა წყაროებიდან მიღებულვაქცინებთან ერთად, დაეხმარება ამ ქვეყნებს, დროულად შეავსონ ვაქცინების მარაგი", - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ვაქცინის გაზიარების მზაობა გამოთქვა ლიეტუვამ და პოლონეთმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი