უპრეცენდენტო სარჩელი - კანონიერმა ქურდებმა საქართველოს პრეზიდენტს უჩივლეს

გამოქვეყნდა:

უპრეცენდენტო სარჩელი - ე.წ. კანონიერი ქურდები საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივიან. მიზეზი სალომე ზურაბიშვილის ის განკარგულებაა, რომლის მიხედვითაც, კრიმინალური სამყაროს რამდენიმე გავლენიან წევრს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. 

ამ აქტის გამო მათ სხვა ქვეყნებში გადაადგილება შეიზღუდა. რა სამართლებრივი საფუძველი უდევს პრეზიდენტის სადაო გადაწვეტილებას მოსარჩელეებისთვის უცნობია.

მათი იურისტი ვარაუდობს, რომ ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ უცხო სახელმწიფოში დაკავების შემთხვევაში საქართველოში დეპორტაცია არ განხორციელდეს.

მოსარჩელეები არიან ე.წ. კანონიერი ქურდები მოპასუხე მხარე არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს სრული მასალა, ქვეყნიდან განდევნა, მოკვეთა, იმის მოგონება,რომ თუ მას რაიმე სახის პასპორტი აღმოაჩნდა ყალბი, შენ აქ შეუწყვიტო საქართველოს მოქალაქეობა,  რომ მერე საქართველოში შემოსვლის საშუალება არ აქვს, დეპორტს ვერ განახორციელებს სახელმწიფო. რომ რამე დაემართოთ ვერ ჩამოასვენებენ, იმიტომ რომ საბუთი აღარ აქვთ, - ამბობს ადვოკატი თამარ აბესაძე.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი