"ძიუდოისტის ცემის" საქმე - უგულავას პროცესი ჩაუნიშნეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ გიგი უგულავას სასამართლო ჩაინიშნა:

"ის იყო უნდა მერწმუნა ქართული ოცნების ფერისცვალების, ქართულმა თემიდამ ლახვარი ჩამსცა
ხვალ, 3 ივნისს, საქალაქო სასამართლოში 11:00 ჩაინიშნა ჩემი პროცესი, სადაც მე ძიუდოისტ ბადრი საბა გავაშელიშვილის აეროპორტში ცემა მედება ბრალად" - წერს გიგი უგულავა

გიგი უგულავას წინა სასამართლო 13 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა პროკურორს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც პროცესი გადაიდო. 

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2019 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. გოკა გაბაშვილისა და გიგი უგულავას განცხადებით, მათ თავს 2 უცნობი პირი დაესხათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი