"პიჯაკების საქმე" - პროკურატურამ მასალების გასაცნობად დრო ითხოვა და პროცესი გადაიდო

გამოქვეყნდა:

ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც დაცვის მხარემ წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც მათი თქმით, ადასტურებს, რომ არანაირი გადაცდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან რეალურად არ ყოფილა და თანხები ბიუჯეტიდან კანონის შესაბამისად იხარჯებოდა.

პროკურატურამ მასალების გასაცნობად დრო ითხოვა და პროცესი გადაიდო.

ე.წ. პიჯაკების საქმის გამოძიება 2014 წლიდან მიმდინარეობს. სდსს-ს ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილს საბიუჯეტო რესურსის გაფლანგვას ედავებიან, რის მაგალითადაც მოყვანილია წარმომადგენლობითი ხარჯები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი