რისთვის ვარ მზად და რისთვის არა თქვენი საქმე არ არის - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ "გირჩის" წევრის, სანდრო რაქვიაშვილის კითხვას, თუ რა უნდა მოხდეს რომ გადადგეს. გვენეტაძის განცხადებით, იმას აკეთებს, რაც კანონშია და თუ "გირჩის სამეფოს" სხვა წესები აქვს არ იცის.
"არ ვფიქრობ, რომ რამე პირობები უნდა დადგეს, მე ვასრულებ ჩემ მოვალეობას, რომელიც გაწერილია ეროვნული ბანკის შესახებ კანონით, მე ვაკეთებ ხშირად არაპოპულარულ, არაპოპულისტურ, გადაწყვეტილებებს, სამწუხაროდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტებს, სხვა თანამდებობის პირებს უწევთ ამის გაკეთება. დანარჩენი ვფიქრობ, რომ არის კანონის გადასაწყვეტი, რაც კანონია ის კეთდება, მე არ ვიცი თქვენთან რა წესებია სამეფოში", - თქვა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გაატარა.
"მე რისთვის ვარ მზად და რისთვის არ ვარ მზად, ეს თქვენი საქმე არ არის. ასევე, ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ თქვენ არასწორს საუბრობთ, არ მინდა ვთქვა, ტყუილს ამბობთ. მე შევასრულებ ჩემ მოვალეობას, მე ვასრულებ ჩემ მოვალეობას", - თქვა მან.
ამავე თემაზე: