შშმ მოზარდი, რომელიც განათლების სამინისტროს დაავიწყდა და 1 წელი სახლში გამოკეტა, სასამართლოში ჩივის

გამოქვეყნდა:

14 წლის მოზარდი განათლების სამინისტროს სასამართლოში უჩივის. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" წევრი და უფლებადამცველის, ანა არგანაშვილის ინფორმაციით, უწყებამ მოზარდი 1 წელი სახლში გამოკეტა, რადგან შშმ პირია.

"საქმე არის შემდეგში: პანდემიამდე განათლების სამინისტრომ რეგიონის ერთ-ერთ სკოლაში დაიწყო რემონტი. დროებით, ბავშვები სხვა შენობაში გადაიყვანა. ბავშვებს დაუქირავა ტრანსპორტი მაგრამ, დაავიწყდა შშმ ბავშვი და ეს ბავშვი გამოკეტა 1 წელი სახლში.

ახლა, როდესაც განათლების სამინისტროს იურისტები ჩადიან ამ რაიონში სასამართლო პროცესზე, სასამართლოს თხოვენ, თავის მგზავრობის და სამივლინებო თანხა დააკისრონ შშმ ბავშვს", - წერს არგანაშვილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი