SpaceX საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პატარა კალმარებსა და ნელამავლებს გაუშვებს

გამოქვეყნდა:

ილონ მასკის მიერ დაფუძნებული კოსმოსური კომპანია SpaceX ამ კვირას რიგით 22-ე სატვირთო მისიას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაუშვებს. ტვირთმზიდავი კაფსულა Dragon საინტერესო ორგანიზმებით იქნება დატვირთული.

უკუდო კალმარები და ნელამავლები (რომლებსაც წყლის დათვებსაც უწოდებენ) ორბიტაზე მყოფ სადგურზე გაემგზავრებიან, რითიც ისინი მკვლევრებს კოსმოსური ფრენების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას უზრუნველყოფენ. ფლორიდაში მდებარე NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან ხუთშაბათს, 3 ივნისს რაკეტა Falcon 9 თბილისის დროით 21:29 საათზე აფრინდება.

Falcon 9-ზე მიმაგრებული კაფსულა Dragon.

კალმარები კოსმოსში

პატარა უკუდო კალმარები (Euprymna scolopes) სხვადასხვა კვლევებში მიიღებენ მონაწილეობას. მელანთევზების მონათესავე ეს პაატარა ცეფალოპოდები საინტერესო ორგანიზმები არიან იმ მხრივ, რომ ისინი სიბნელეში ანათებენ. ისინი ამას მელნის ჩანთაში არსებული სპეციალური ორგანოს წყალობით ახერხებენ, რომელიც ღამით ინთება.

პატარა უკუდო კალმარები გამოჩეკიდან ძალიან მალევე ზღვის წყალში დაცურავენ.

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ კალმარები ნათელს მოჰფენს იმ კითხვას, თუ როგორ რეაგირებენ ცხოველები კოსმოსური ფრენების დროს. სწორედ ამიტომ, NASA ახლად გამოჩეკილ კალმარებს აგზავნის კოსმოსში, რათა კალმარებსა და სხვა სიმბიოზური მიკრობების ჯგუფს შორის კაშირი შეისწავლოს: როგორ იქცევიან ისინი მიკროგრავიტაციაში. ეს კი იმ კვლევის ნაწილია, რომელსაც „მიკროგრავიტაციაში ცხოველებისა და მიკრობების ურთიერთქმედების შესწავლა“ (UMAMI) ეწოდება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიკრობები ცხოველთა ქსოვილების განვითარებასა და ადამიანების ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე დიდ გავლენას ახდენს.

ცხოველები, ადამიანების ჩათვლით, მიკრობებზე არიან დამოკიდებულნი, რატა შეინარჩუნონ ჯანსაღი გადამამუშავებელი და იმუნური სისტემები. ჩვენ სრულად არ გვაქვს შესწავლილი, კოსმოსური ფრენები როგორ გავლენას ახდენს ამ ყველაფერზე. UMAMI-ს ექსპერიმენტი სიბნელეში მანათობელ უკუდო კალმარებს სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გასარკვევად გამოიყენებს. - ამბობს UMAMI-ს მთავარი მკვლევარი ჯეიმი ფოსტერი.

მედეგი ნელამავლები

ნელამავლებს, ან მეორენაირად წყლის დათვებს, ყველაზე ექსტრემალურ გარემოში შეუძლიათ ცხოვრება. სწორედ ამიტომ, ისინი საინტერესო შესასწავლი ორგანიზმები არიან. მკვლევრებმა ნელამავლების გენომის სეკვენირება შეძლეს და ისეთი მეთოდები შექმნეს, რომელთა წყალობითაც ისინი გაიგებენ, გენების ექსპრესიაზე როგორ ახდენს გავლენას გარემო პირობები.

ნელამავალი მიკროსკოპის ქვეშ.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაგეგმილი კვლევით, რომელსაც Cell Science-04 ეწოდება, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სწორედ იმ გენებს აღმოაჩენენ, რომლებიც მაღალი სტრესის (მაგალითად, მიკროგრავიტაცია) გარემოში მათ ადაპტაციასა და გადარჩენაზეა პასუხისმგებელი.

კოსმოსური ფრენები ორგანიზმებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის ადამიანებისთვისაც, რომლებიც დედამიწაზე არსებულ გარემო პირობებთან ადაპტირდნენ. ძალიან გვინდა იმის გაგება, როგორ ახერხებენ ნელამავლები ასეთ პირობებში გადარჩენასა და რეპროდუქციას და შეგვიძლია თუ არა მათგან ისეთი რაღაცები ვისწავლოთ, რაც ასტრონავტების უსაფრთხოებაში დაგვეხმარება. - ამბობს თომას ბუთბაი, მთავარი მკვლევარი.

ექსპერიმენტი სადგურზე ორ თვეს გასტანს. ნელამავლებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაყინულ მდგომარეობაში აიყვანენ და როგორც კი ექსპერიმენტი გააქტიურდება, მაშინვე გაადნობენ. ამ კვლევისთვის ახალი მეთოდი, შებრუნებული გენეტიკური ანალიზი შეიქმნა, რომელიც რნმ-ის ინტერფერენციის გამოყენებით, პირდაპირ გამოიკვლევს იმ გენს, რომელიც ასეთ ექსტრემალურ გარემოში მათ გადარჩენაზეა პასუხისმგებელი. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი