გიგი უგულავას პროცესი დასრულდა, მომდევნო სხდომა 29 ივნისს ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამაართლოში გიგი უგულავას სასამართლო პროცესი დასრულდა. სხდომა 1 საათი გაგრძელდა, ბრალდებამ მოსამართლეს შესავალი სიტყვით მიმართა. პროცესზე უნდა ყოფილიყვნენ მოწმეებიც, თუმცა ის ბრალდებას არ წარუდგენია.

მომდევნო პროცესი 29 ივნისს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 3 ივნისს, ძიუდოისტის ცემის საქმეს განიხილავდა. თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ევროპის ჩემპიონ - საბა გავაშელიშვილზე ძალადობას ედავებიან. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი