თბილისი საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. კერძოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გაღიზიანება ამნისტიაზე ბრალდების მხარის შეთავაზებამ გამოიწვია.
პროცესზე დაზარალებული ბადრი გავაშელიშვილი დისტანციურად უნდა ჩართულიყო და თუკი გიგი უგულავა თანხმობას განაცხადებდა, გავაშელიშვილი ამნისტიაზე მზაობას გამოთქვამდა.
გიგი უგულავამ სიტყვით მოსამართლესაც მიმართა და თქვა, რომ საქმე უკვე გაფუჭებულია და მომხდარზე სამართლიანობის აღდგენა გაჭირდებოდა.
"საერთოდ ოცნებას დაჩემდა ამნისტიის ჩადება. გააფუჭებენ საქმეს, დაგაბრალებენ შენ და მერე გთავაზობენ ამნისტიას. რასაც 20 ივნისზე აკეთებდნენ, რაც მელიას და ოქრუაშვილის წინააღმდეგ გააკეთეს, დაახლოებით იგივეა აქაც. ამნისტია იქნებოდა ერთი, გამოძიების ვერსიის აღიარება, რომ გავაშელიშვილი თურმე ჩემგან არის დაზარალებული, რაც არის სრული აბსურდი და ბოდვა.
ობიექტურად გეტვით, ეს არის ჩვეულებრივი ზონდერი, 16 ნოემბერს აქციას არბევდა მერე მე დამესხა თავს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ მართლა საცემია ეს კაცი, უბრალოდ ვერ ვცემდი მე",-თქვა უგულავამ.
საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა უკვე დასრულებულია. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მოსამართლეს შესავალი სიტყვით მიმართა. პროცესზე უნდა ყოფილიყვნენ მოწმეებიც, თუმცა ის ბრალდებას არ წარუდგენია. მომდევნო პროცესი 29 ივნისს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 3 ივნისს, ძიუდოისტის ცემის საქმეს განიხილავდა. თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ევროპის ჩემპიონ - საბა გავაშელიშვილზე ძალადობას ედავებიან. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა.
ამავე თემაზე: