ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა კოალიციური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ცენტრისტული და ნაციონალისტური პარტიები მინსიტრთა კაბინეტის წევრებს უახლოესს დღეებში დაასახელებენ.
ცნობილია მომდევნო პრემიერის ვინაობაც, ის ულტრანაციონალისტების ლიდერი ნაფტალი ბენეტი იქნება.
მიმდინარე პროცესები შეაფასა ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ახალი კოალიციური მთავრობის ლიდერები "ქვეყნისთვის საშიშ მემარცხენე" ძალად მოიხსენია.