NASA ვენერაზე ბრუნდება - ამერიკელები 2030 წლისთვის პლანეტაზე 2 მისიას გეგმავენ

გამოქვეყნდა:

NASA-მ დედამიწის უახლოეს მეზობელ პლანეტა ვენერაზე ორი ახალი მისია დაგეგმა. Discovery Program-ის ფარგლებში, მისიის მიზანია, დაადგინოს, ვენერას საცხოვრებელი პირობები როგორ დაემსგავსა ჯოჯოხეთს, თან იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მას დედამიწასთან უამრავი საერთო მახასიათებელი აქვს. მეცნიერები იმასაც ფიქრობენ, რომ ვენერა მზის სისტემაში პირველი პლანეტა იყო, სადაც სიცოცხლე არსებობდა: დიდი ოკეანეებითა და დედამიწის მსგავსი კლიმატით.

ამერიკული კოსმოსური სააგენტო თითოეული მისიისთვის $500 მილიონს გამოყოფს. ეს მისიები კი 2028-2030 წლებში უნდა განხორციელდეს.

მოკლედ მისიების შესახებ

DAVINCI+ (Deep Atmosphere Venus Investigation of Noble gases, Chemistry, and Imaging)

DAVINCI+ ვენერას ატმოსფეროს გამოიკვლევს და დაადგენს, როგორ წარმოიქმნა და დროთა განმავლობაში როგორ შეიცვალა. ის ასევე განსაზღვრავს, ჰქონდა თუ არა პლანეტას ოდესმე ოკეანე. მისიის დროს სფერო პლანეტის ატმოსფეროში ჩაეშვება, რის შემდეგაც ის ინერტულ აირებსა და სხვა ელემენტების რაოდენობას თუ მახასიათებლებს ზუსტად გაზომავს. ამით კი მეცნიერებს საშუალება ექნებათ, დაადგინონ, რატომ განსხვავდება ვენერას ატმოსფერო დედამიწის ატმოსფეროსგან.

გარდა ამისა, DAVINCI+ ისტორიაში პირველად ვენერაზე არსებული უნიკალური გეოლოგიური მახასიათებლების მაღალი რეზოლუციის ფოტოებს გადმოაგზავნის. ამ გეოლოგიურ მახასიათებლებს „მოზაიკის ფილები“ ეწოდება, რომელიც დედამიწის კონტინენტებს წააგავს, ეს კი შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ვენერას ფილების ტექტონიკები (ის, რაც დედამიწაზე კონტინენტების გადაადგილებასა და მიწისძვრებს იწვევს) გააჩნია. 1978 წლის შემდეგ, ეს აშშ-ს ხელმძღვანელობით პირველი მისია იქნება ვენერაზე. მისიამ DAVINCI+ შესაძლოა ჩვენი წარმოდგენები მზის სისტემაში და მის მიღმა არსებული კლდოვანი პლანეტის ფორმირებაზე სრულიად შეცვალოს.

VERITAS (Venus Emissivity, Radio Science, InSAR, Topography, and Spectroscopy)

მისია VERITAS ვენერას ზედაპირის რუკას შეადგენს და პლანეტის გეოლოგიური ისტორიის აღდგენას შეეცდება. მისი წყალობით, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მისი დედამიწისგან რადიკალურად განსხვავებულობა დადგინდება. სინთეტიკური დიაფრაგმის რადარით აღჭურვილი VERITAS ზედაპირის ბორცვებს გაზომავს და ამით მთლიანი პლანეტის ტოპოგრაფიის 3 განზომილებიან რუკას შეადგენს. შედეგად კი დადგინდება, მიმდინარეობს თუ არა ვენერაზე ფილების ტექტონიკები და აქტიურია თუ არა კვლავ ვულკანები.

გარდა ამისა, VERITAS ვენერას ზედაპირიდან წამოსულ ინფრაწითელი გამოსხივევების რუკას შეადგენს, რათა პლანეტაზე არსებული კლდოვანი მატერიის ტიპები დადგინდეს, რაც საკმაოდ გამოუკვლეველია. გარდა ამისა, მისიამ უნდა დაადგინოს, უშვებს თუ არა ვულკანები წყლის ორთქლს ატმოსფეროში. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი