"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, დღეს ბრალდების მხარის მოწმის გამოკითხვით გაგრძელდა. პოროკურატურის ოქროს მოწმე, "პოსტ ტვ"-ის ჟურნალსიტი, ნათია ბერიძეა, რომელიც "ქართულ ოცნებას" მოწმის სტატუსით ბევრს საქმეში ეხმარება.
ბერიძე ამტკიცებს, რომ მან თავად მოისმინა, როგორ გეგმავდა ნიკა მელია, 20 ივნისს ვარდების რევოლუციის გამეორებას, თუმცა ადვოკატების შეკითხვებმა ის ძალიან გააღიზიანა.
ნათია ბერიძე რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა, მისი გაღიზიანება გამოიწვია გიორგი კონდახიშვილის შეკითხვამ, რომელიც მის საქმიანობას შეეხებოდა. კერძოდ, ნათია ბერიძე იყო Facebook გვერდის "ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა" ადმინისტრატორი, რომელიც მოგვაინებით, ოპოზიციური პარტიების მისამართით, ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო Facebook-მა დაბლოკა.
პარალელურად, ბერიძე 20 ივნისის მოვლენების დროს მუშაობდა კოკა ყანდიაშვილის სააგენტო "ეს პერსონაში", რომელიც ასევე ცნობილია ყალბი ინფორმაციის გავრცელებით.
"ტყუილია, ფაქტი არ არსებობს, სადაც ფეისბუქ ადმინისტრაცია იძახის, რომ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო დავიბლოკე ან მე ან რომელიმე გვერდი. ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო დაიბლოკა მათი "ფეისბუქ" გვერდები", - თქვა მან სასამართლო პროცესზე.
როგორც ბერიძემ თქვა, სააგენტოში ჟურნალისტად მუშაობა სწორედ 20 ივნისს დაიწყო და როგორც თავად ამტკიცებს, გაიგო ის თუ როგორ გეგმავდა ნიკა მელია პარლამენტში შეჭრას. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მისი მასალა არის უწყვეტი არსად არ ისმის როგორ გეგმავს ნიკა მელია პარლამენტში შეჭრას.
ნათია ბერიძის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დასრულებულია. ახლა სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის სხვა მოწმეებს - სამართალდამცველებს კითხავენ.