წერილი გადმომეცა გახარიას მიერ, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით - ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"ლელოს" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მუქარის წერილი მან ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ გადასცა, თუმცა ჯაფარიძე არ აკონკრეტებს სად და რა ფორმით გადასცა გახარიამ მას წერილი. მისი თქმით, დეტალები პროკურატურის გასარკვევია.

ჯაფარიძე ასევე აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას სიმართლის აღიარების ეშინია.

"წერილი გადმომეცა გახარიას მიერ. მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და საზოგადოებამ ეს იცის და არა ერთხელ მითქვამს. რაც შეეხება მაგიდაზე იდო წერილი, ხელში გადმომცა, რა ადგილზე იყო და რომელ საათზე, ეს პროკურატურის დასადგენია, სხვა გვარად მაშინ პროკურატურის ფუნქცია აღარ მესმის.

სამწუხაროდ, ეს მუქარის წერილი მისგან იქნა გადმოცემული და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ის ბოდიშს არ იხდის და საზოგადოებას სიმართლეს არ ეუბნება.

ჩემი აზრით, ვინც დაავალა ამ წერილის გადმოცემა იმისი ეშინია",-თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ლელოს გენერალური მდივანი, გიორგი გახარაის და ე.წ. მუქარის წერილის დეტალებს პირველად ყვება - ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა და მოუწოდა გიორგი გახარიას ეყოს გამბედაობა და სიმართლე აღიაროს.

გიორგი გახარიასგან სავარაუდოდ მუქარის წერილის მიღების შესახებ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გასული წლის 4 მარტს პარლამენტში გამოსვლის დროს ისაუბრა. წერილთან დაკავშირებით პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე სასამართლოში გამოკითხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი