"ოცნება" არ იყო და არც მომავალში იქნება ასეთი წერილის თანამონაწილე - თალაკვაძე გახარიაზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ჯაფარიძისთვის, ე.წ მუქარის წერილის გადაცემის საქმეში "ქართული ოცნება" ჩართული არ იყო. თალაკვაძის თქმით, თუკი ბადრი ჯაფარიძეს თემასთან დაკავშირებით მეტი აქვს სათქმელი, შეუძლია თქვას.

"ეს ახლა გაარკვიეთ რომ ქართული ოცნება ამაში ჩართული არ იყო? ჩვენ ამაზე მაშინაც ვუთხარით ჩვენი პოზიცია ხალხს და დღესაც ვეუბნებით, რა საკვირველია, ქართული ოცნება არ იყო და არც მომავალში იქნება, რაიმე ასეთი წერილის თანამონაწილე.

თუ ბატონ ჯაფარიძეს რამე მეტი აქვს სათქმელი, შეუძლია თქვას, თუ ბატონ გახარიას სურს მეტი უპასუხოს ბატონ ჯაფარიძეს, ისიც დღეს არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი და შეუძლია უპასუხოს",- თქვა თალაკვაძემ.

ცნობისთვის,  15 აპრილს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონიტორინგის განსახორციელებლად, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს.

ომბუდსმენის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არც გაეროს დროებითი ღონისძიების შემდეგ შეუშვეს. სამაგიეროდ, პანსიონში იმყოფებოდა პედოფილიაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი