ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გავმართეთ, ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების მოთხოვნათა დაცვასა და უზრუნველყოფას - ასე უპასუხა სენატორმა ჯინ შაჰინმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც გიორგი რურუას, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, გიგი უგულავას და სხვა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს შეეხებოდა.
"კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, არ ვიცნობ და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება ზოგადად ამ პროცესს, ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გავმართეთ, ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების მოთხოვნათა დაცვასა და უზრუნველყოფას. ეს გულისხომბს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, საარჩევნო რეფორმას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების სულსიკვეთების გაგრძელება, ყველა პარტიის მონაწილეობით, რომელიც იქნება მიმართული საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის", - თქვა ჯინ შაჰინმა.