ნინოწმინდის პანსიონატი ცდილობს, ხელისუფლების ხელშეწყობით საქმე ჩაიფარცხოს - ნაცვლიშვილი

გამოქვეყნდა:

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოები დაკავებულები არიან დროის გაყვანით და დანაშაულის დაფარვით. მისი თქმით, აშკარაა მცდელობა პანსიონატის მხრიდან, რომ ხელისუფლების დახმარებით საქმე "ჩაიფარცხოს".

"სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოები დაკავებული არიან დროის გაყვანით და დანაშაულის დაფარვით. არ ხელმძღვანელობენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით, რაც არის, რომ გამოიყვანონ ამ გარემოდან. ვხედავთ აშკარა მცდელობებს პანსიონატის მხრიდან, ხელისუფლების ხელშეწყობით, რომ მოხდეს ნინოწმინდის საქმის ჩაფარცხვა და ამაში სამწუხაროდ უკვე არაეთიკური ფორმებით ჩართეს ბავშვების ინდოქტრინაციის მექანიზმი. ვნახეთ ამ ბავშვების საუბარი მედიით.

ნათელი და ცხადია, მათ იყენებს სახლის ადმინისტრაცია და სხვადასხვა მედია, რომელსაც შერჩევითად აძლევენ შესვლის უფლებას მაშინ, როცა კონსტიტუციურ ორგანოს არ აძლევენ შესვლის უფლებას - მიმდინარეობს საქმის ჩაფარცხვის ოპერაცია. მაქსიმუმ რაზეც შეიძლება წავიდნენ, ასე ჩანს, ეს იქნება შუა რგოლზე ჯოხის გადატეხვა", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

მისივე განცხადებით, უკვე კვირეებია კანონი ირღვევა და ხელისუფლება მომავალზე კი არ უნდა საუბრობდეს, არამედ დღესვე დგამდეს ქმედით ნაბიჯებს. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი