ევროკავშირის ელჩებმა დღეს, 4 ივნისს, მიიღეს გეგმა, რომლის მიხედვითაც ბელორუსის გადამზიდავებს ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენის ან ევროკავშირის აეროპორტებში ჩასვლა ეკრძალებათ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ევროკავშირის გადაწყვეტილება ბელორუსის წინააღმდეგ დაგეგმილი სადამსჯელო ზომების ნაწილია. გადაწყვეტილება უკავშირდება 23 მაისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად ბრძანება გასცა, რომ მინსკში თვითმფრინავი დაესვათ.
აკრძალვა ცენტრალური ევროპული დროით, 00.00 საათზე შევა ძალაში.
ევროკავშირი კატეგორიულად მოუწოდებს ავიაკომპანიებს, რომ თავი აარიდონ ბელორუსის საჰაერო სივრცეში ფრენას, მაგრამ ეს არ წარმოადგენს იურიდიულ აკრძალვას.
ამავე თემაზე: