მეცნიერებმა კანადაში 2 მილიარდი წლის წინანდელი წყლის რეზერვუარი აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

2016 წელს, მეცნიერებმა კანადის ერთ-ერთი უძველესი აუზის ქვეშ ყველაზე ძველი წყლის რეზერვუარი აღმოაჩინეს, რომელიც, ბოლო კვლევებით, 2 მილიარდი წლისაა.

2013 წელს, მეცნიერებმა ონტარიოში მდებარე კიდ მაინში 1,5 მილიარდი წლის წინანდელი წყალი აღმოაჩინეს, თუმცა, 2016 წელს უფრო დეტალურმა კვლევებმა დაადგინა, რომ მიწის ქვეშ წყლის უფრო ძველი წყარო იყო დამალული. უძველესი სითხე თავდაპირველად მაღაროში 2,4 კილომეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს. თუმცა, მაღაროს ექსტრემალურმა სიღრმემ (3,1 კილომეტრი) მკვლევრებს კიდევ უფრო ღრმად გათხრის საშუალება მისცა. ხსენებული მაღარო მეტალების მომპოვებელ მაღაროებს შორის ყველაზე ღრმაა.

2013 წლის აღმოჩენით გავიგეთ, რამდენად ძველი შეიძლება ყოფილიყო თხევადი წყალი, რაც უფრო სიღრმისეული კვლევების ჩატარებაში დაგვეხმარა. და ჩვენ ვისარგებლეთ იმ ფაქტით, რომ მაღარო უფრო და უფრო ღრმად ითხრება საკვლევად. - ამბობს გეოქიმიკოსი ბარბარა შერვუდ ლოლარი ტორონტოს უნივერსიტეტიდან.

ამ უძველეს მიწისქვეშა წყალში გაზავებული აირების, კერძოდ, ჰელიუმის, ნეონის, არგონისა და ქსენონის ანალიზით, მკვლევრებმა მოახერხეს მისი დათარიღება - ის, სულ ცოტა, 2 მილიარდი წყლისაა და დედამიწაზე აღმოჩენილთა შორის ყველაზე ძველია.

მკვლევრების მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებულ ნაშრომში ნაჩვენებია, რომ 2,4 კილომეტრის სიღრმეზე ნაპოვნ წყალში შემავალ სულფატებს საინტერესო თვისება აქვთ: ეს სულფატი წყლისა და ქვის ქიმიური რეაქციების შედეგად ადგილზე წარმოიქმნა და ის ზედაპირზე მყოფმა წყალმა არ ჩაიტანა მიწის ქვეშ.

ეს ნიშნავს, რომ ამ უძველეს აუზებში არსებული გეოქიმიური რეაქციები, რომლებსაც ზედაპირთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, შესაძლოა მიკრობული სიცოცხლის წარმოსაქმნელად თვითკმარი იყოს - დამოუკიდებელი, მიწის ქვეშ მდებარე ეკოსისტემა, რომელიც შესაძლოა პოტენციურად მილიარდობით წლების განმავლობაში გრძელდება.

ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ დედამიწის სიცოცხლისთვის ხელსაყრელი ადგილები ბევრად უფრო ფართეა, ვიდრე ჩვენ გვგონია, არამედ იმასაც ნიშნავს, რომ სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოჩენის შანსებიც უფრო გაიზრდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი