ვიზიტი რუსეთისგან საფრთხის ქვეშ მოქცეულ რეგიონში - ორი ამერიკელი სენატორი საქართველოში შემთხვევით არ მოხვედრილა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ არა მარტო პირდაპირი და შეუიარაღებელი თვალით დასანახი ოკუპაცია, არამედ თითქოსდა ქვეყნის შიდა პოლიტიკური გამოწვევები ან პირდაპირ ინსპირირებულია, ან წაქეზებულია, ან, როგორც მინიმუმი, მოწონებულია ჩრდილოელი მტრის მიერ და, საბოლოოდ, მის წისქვილზე ასხამს წყალს.
ამიტომაც არის ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის უმთავრესი მოწოდება - საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემის საფუძვლიანი და დაუყოვნებლივი რეფორმა. ეს წერია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტშიც და იგივეს მოითხოვს ჩვენგან შეერთებული შტატებიც.
არც ესაა შემთხვევითი - დასავლეთი ხედავს, საქართველოს პოლიტიკური თუ სოციალური ვითარების გაჯანსაღების მისაღწევად მთავარი გამოწვევის ხაზი ახლა სწორედ სამართლიან არჩევნებზე და სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებაზე გადის.
ანა ასათიანის სიუჟეტი: "მთავარი მეგობრების ვიზიტი"