NASA საზღვაო ძალების მიერ დაფიქსირებულ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს სწავლობს

გამოქვეყნდა:

NASA-ს ახლადარჩეული ადმინისტრატორი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესწავლაში სერიოზული ძალისხმევის ჩადებას აპირებს. ფლორიდის ყოფილი სენატორი და კოსმოსური ფრენების ვეტერანი CNN-თან აცხადებს, რომ აშშ-ს საზღვაო ძალების მიერ დაფიქსირებული მაღალი სიჩქარით მოძრავი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების რაობა უცნობია, მათ შორის, აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს მაღალი ეშელონებისთვისაც კი.

ნახეთ: ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ოკეანეში ეშვება | აშშ-ს საზღვაო ძალების ახალი ვიდეო

ნელსონისვე თქმით, მას არ სჯერა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები უცხოპლანეტელების მიერ დედამიწაზე ვიზიტის შესახებ მტკიცებულება არ არის. ყოფილი სენატორი ამბობს, ამ შემთხვევაში მას ეს ფაქტი ეცოდინებოდა. თუმცა, ბოლოს დაამატა, რომ ამ ვერსიის სრულად გამორიცხვაც არასწორი იქნებოდა.

NASA-ს კვლევას გაცნობილმა ხუთმა დამოუკიდებელმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურმა ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები რეალურად უცხო პლანეტელების მიერ აგებული კოსმოსური ხომალდებია, თუმცა, ექსპერტებმა ზუსტად არ იციან, რას წარმოადგენს ეს იდუმალი მფრინავი ობიექტები.

არ ვიცით, არის თუ არა უცხო წარმოშობის. არ ვიცით, არის თუ არა მტერი. ისიც კი არ ვიცით, ოპტიკური ფენომენია თუ არა. პილოტების აღწერებიდან გამომდინარე, არ გვგონია, რომ ისინი ოპტიკური მოვლენაა. ჩვენ კი გვინდა, რომ ვიცოდეთ. - ამბობს ბილ ნელსონი.

ნახეთ: პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეოს ავთენტურობა დაადასტურა

ცნობისთვის, კინორეჟისორმა ჯერემი კორბელმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, ვიდეო, სადაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ოკეანეში ეშვება და შემდეგ ქრება. კორბელი ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე დოკუმენტურ ფილმებს ამზადებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი