ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოში შეხვედრებს დღეს დაიწყებს. მისი ვიზიტის ოფიციალური ნაწილი მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან შეხვედრით დაიწყება.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი დღეს ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდება. მთავარი განსახილველი საკითხი 19 აპრილის შეთანხმება და მიშელის დოკუმენტია. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საქართველოს ოკუპაცია იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაზეც პოლიტიკოსები სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელთან ისაუბრებენ.
ეს მეორე მაღალი რანგის ვიზიტია, რომელიც შეერთებული შტატებიდან ბოლო ერთ კვირაში შესრულდა. რიკერის ვიზიტამდე ქვეყანაში სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი იმყოფებოდნენ. საქართველოს შემდეგ, ფილიპ რიკერი აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვევა.