უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მაისურზე ქვეყნის კონტურები დაიტანეს - რუსეთი ამას პროვოკაციად აფასებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მაისურზე ქვეყნის რუკის კონტურები გამოსახეს, მათ შორის რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიც. მაისური ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის შეიქმნა. უკრაინის სლოგანი "დიდება უკრაინას" იქნება.

უკრაინის საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელი, ანდრეი პაველკო ამბობს, რომ უკრაინის სილუეტი მოთამაშეებს გააძლიერებს, რადგან ისინი უკრაინისთვის იბრძვიან.

მომხდარს რუსეთში გამოეხმაურნენ და მას "პოლიტიკური პროვოკაცია" უწოდეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, "გამოსახულება შეუძლებლის ილუზია და სინამდვილეში არარსებებულის პრეზენტაციაა".

"მას უწოდებენ trompe-l 'œil - გამოსახულების ხერხს და ტექნიკურ კომპლექსს, რომელიც ქმნის შეუძლებლის ილუზიას, ან პირიქით - ხელმისაწვდომს, ხელშესახებს, მაგრამ სინამდვილეში არარსებობის პრეზენტაციას",- თქვა მან.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინის ანექსია 2014 წელს მოახდინა.

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის პერიოდში გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი