გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა პროკურატურას მიმართეს და ირაკლი კობახიძის განცხადებებზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
როგორც ისინი ამბობენ, კობახიძის ბრალდებები უსაფუძვლოა, თუმცა მნიშვნელოვანია მისი გამოძიება, რადგან "ოცნების" თავმჯდომარე სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს..
როგორც გახარიას თანაპარტიელები ამბობენ, ამ განცხადებით ხელისუფლება არამხოლოდ ყოფილ პრემიერს სწამებს ცილს, არამედ იმ სამხედროებსა და ჯარისკაცებს, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან.
პარტიამ „საქართველოსთვის" კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და სუს-ს მიმართა
მასმედიაში ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის თებერვალში, მზადდებოდა შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, რაში თანამონაწილეობისთვისაც ბრალი დასდო იმ დროისთვის ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს - გიორგი გახარიას, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, მისივე თქმით, უკრაინიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიცავს შესაძლო მძიმე დანაშაულის ნიშნებს.
აღნიშნული ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს აყენებს პოლიციასა და თავდაცვის ძალებს, სახელმწიფოს შიდა უსაფრთხოებასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საქართველოსთვის" ავრცელებს.
ამავე თემაზე:
"გადატრიალების გეგმა" - კობახიძის სკანდალური ბრალდება გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს