სასამართლოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია - რიკერი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა აღიარების დღიდან მიაღწიეს საკმაოდ დიდ პროგრესს, თუმცა, კვლავ ბევრია გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემის რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას იმსახურებს ქართველი ხალხი. ყველა საკითხი უნდა გაითვალისწინონ, როგორიცაა მოსამართლეთა არჩევა, მათი დაწინაურება, სადისციპლინო საკითხები და ა.შ. ყველაფერი ეს რეფორმით უნდა გადაიჭრას. 19 აპრილის შეთანხმება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ამ კუთხით, ეს ნიშნავს, რომ ამ რეფორმებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და რაც ყველაზე მთავარია, ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური... ყველამ უდნა გაითვალისწინოს ის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებისთვის, იმისთვის, რომ იყო ინვესტიციები და სხვა".

- ასე უპასუხა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა "მთავრი არხის" ჟურნალისტის შეკითხვას, საქართველოში სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი