"ქრისტეფორეს და ერთაოზის" ამბავის სარჯველაძისეული ვერსია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატები, ოპზოციის წევრებს, სხდომათა დარბაზში დილიდან ელოდებოდნენ და პარლამეტში პლენარული სესია მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე პოლიტიკური თავდასხმებით და საგანგებოდ მომზადებული ტექსტებით გახსნეს.

დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ სხდომათა დარბაზში "შერეკილებიდან" "ქრისტეფორესა და ერთაოზის" ამბის მისეული ვერსია წაიკითხა:

"სადა ვართ ერთაოზ? იკითხა ქრისტეფორემ, გავედით გაღმა უპასუხა ერთაოზმა. სად გაღმა? მარილზე. მარილზე? ვერ გაიგო მოხუცმა, ჩავბარდით პატრონსო...რაც მთავარია, "ნაციონალური მოძრაობა" სწორ გზას ადგას ამწუთას. გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ როგორც ჩანს, ფუჭი აღმოჩნდა მათი ექვსთვიანი მცდელობა, რომ წყალი აემღვრიათ და ამასობაში თევზი მოენადირებინათ. დაგვიანებული ნაბიჯი შემოდგეს პარლამენტში, მაგრამ თვალი მაინც იმ ფოკუსზე უჭირავს, რომ მაგალითად, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავს იკავებენ. არაუშავს, ალბათ, მალე, ასევე დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდებიან იმას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა მოუწევთ, თორემ თავად შარლ მიშელის დოკუმენტი გააფორმებს მათ ფიასკოს",- თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

ამავე  თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი