ამერიკამ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სანქციები აშშ-მ ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებს 2006 წელს, არჩევნების შემდეგ დაუწესა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნები "ფუნდამენტურად არადემოკრატიული" იყო, სანქცირებულმა პირებმა კი დაარღვიეს ადამიანის უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკურ რეპრესიებთან, დაკავებებთან და გაუჩინარებებთან.  ასევე, ისინი ჩართულები იყვნენ კორუფციაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, თუ სხვა.

"ბელარუსის მთავრობის ცალკეული წევრებისა და სხვა პირების ქმედებები და პოლიტიკა უჩვეულო და საგანგებო საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას", - წერია დოკუმენტში.

სანქციების ვადა 16 ივნისს იწურებოდა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი