"მე მაინტერესებს, თუ ბატონი მელია ჩუმად იქნება, ხმას არ ამოიღებს, შეეხება თუ არა ამნისტია" - იკითხა პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ სხდომაზე სადაც 20 ივნისის ამნისტიის "ქართული ოცნების" ვერსიას მე-2 მოსმენით განიხილავენ.
ზარქუას აზრით, 19-21 ივნისის ამნისტია ყველას უნდა შეეხოს, მათ შორის დანაშაულის პოტენციურად ჩამდენებს.
"მარტივადაა კითხვა, თუ მელია დამნაშავედ თვლის თავს, გამოვიდეს ახლა რომ ველოდებით, თქვას რომ კი ბატონო შემეშალა, ჩავიდინე, პირადად მე ვიქნები მომხრე რომ ამოვიღოთ ის ჩანაწერი, პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ. თუ არ გრძნობს თავს დამნაშავედ, მაშინ ჩაუტოვეთ რომ მოითხოვოს სამართლიანი სასამართლოს უფლება. [...] ახლაც აქვს შესაძლებლობა სტრასბურგში გააგრძელოს, ვინმე უშლის?!
მე მაინტერესებს თუ ბატონი მელია ჩუმად იქნება, ხმას არ ამოიღებს შეეხება თუ არა ამნისტია და თუ წინააღმდეგია, პროტესტს გამოთქვამს და იტყვის არ ვარ დამნაშავეო, მაშინ მივცეთ საშუალება, და აძლევს ეს კანონპროექტი საშუალებას იდაოს და მოითხოვოს სამართლიანი სასამართლო, ანუ რომ შეეხოს, რამე აქტიური პოზიცია სჭირდება?! - თქვა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტში ამნისტიის კანონპრიოექტის ორი ვერსიაა დარეგისტრირებული. "ქართული ოცნების" კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.
რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსიას, კანონპროექტში ნათქვამია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აღნიშნული ქმედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვს ჩადენილი.