
რუსეთს, 2015 წელს ბუნდესტაგის საიტზე ჰაკერული თავდასხმის გამო, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლის დროს გააკეთა.
ანგელა მერკელის თქმით, საქმე ეხება „ჰიბრიდული ომის“ ეპიზოდს და არა შემთხვევითობას, ამიტომ ბერლინი იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს რუსეთის მიმართ.
მერკელმა გერმანიის დედაქალაქში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაც ახსენა. ბერლინმა ამ დანაშაულის გამოძიების საქმეში, მოსკოვს, არასაკმარისი თანამშრომლობის გამო, ბრალი ოფიციალურად დასდო.