პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის "ქართული ოცნების" ვერსია მეორე მოსმენითაც მიიღო. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. კანონპროექტს მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 23 იყო.
დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტის განხილვას "ნაციონალური მოძრაობაც" ესწრებოდა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" კანონპროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.
რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსიას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც აღნიშნული ქმედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობაზე ყოფნის დროს აქვს ჩადენილი.