რუსეთი აშშ-ს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის დატოვებით ემუქრება

გამოქვეყნდა:

რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, „როსკოსმოსის“ უფროსის განცხადებით, ისინი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროგრამას 2025 წლამდე დატოვებენ, თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის კოსმოსური სექტორის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის.

თუ სანქციები შენარჩუნდება და უახლოეს მომავალში არ მოიხსნება, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან რუსეთის გამოყოფა ამერიკელი პარტნიორების ბრალი იქნება. ჩვენ ან ერთად ვმუშაობთ, რაც სანქციების მეყსეულად მოხსნას გულისხმობს, ან არ ვმუშაობთ ერთად და ჩვენ საკუთარ სადგურს ავაშენებთ. - ამბობს დიმიტრი როგოზინი.

როგოზინის თქმით, რუსეთი ზოგიერთ თანამგზავრს ვერ უშვებს, რადგან აშშ-ს დაწესებული სანქციები მის ქვეყანას რუსული კოსმოსური პროგრამებისთვის საჭირო ჩიპების იმპორტს უკრძალავს.

2014 წელს, ოკუპანტი ქვეყნის კოსმოსური სააგენტოს დირექტორმა ირონიულდ თქვა, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოსახვედრად NASA-მ რუსული „სოიუზის“ ნაცვლად, ბატუტები უნდა გამოიყენოს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც აშშ-მა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთს ყირიმში შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესეს.

NASA-მ 2011 წელს „შატლის“ პროგრამა დაასრულდა და მას შემდეგ, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოსახვედრად რუსეთის კოსმოსურ ხომალდებს იყენებდა. თუმცა, ყველაფერი ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა შეცვალა, როდესაც 1 წლის წინ ამერიკის მიწიდან ასტრონავტები უსაფრთხოდ გაუშვა სადგურზე და უკან დააბრუნა კიდეც.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი