მოგიწოდებთ ეროვნული ინტერესი პარტიულზე მაღლა დააყენოთ - PACE-ის განცხადება

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლელი საქართველოს მონიტორინგის საკითხში, ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ ჯერნი (საფრანგეთი) მიესალმებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემდგარ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელსაც ხელი საქართველოს პარტიების უმრავლესობამ მოაწერა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თუ შეთანხმება სრულად შესრულდება, ის შესაძლოა იყოს დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ დიდი ნაბიჯი. თანამომხსენებლები ასევე ამბობენ, რომ შეთანხმების აღსრულების პროცესში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მონაწილეობა უნდა მიიღოს, ამასთან მათ, ვისაც დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია, ხელმოწერისკენ მოუწოდებენ. 

"საქართველო გზაჯვარედინზეა. ყველა პოლიტიკურ პარტიებს და დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ, ეროვნული ინტერესი და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროექტი, მათ პირად და პარტიის ინტერესებზე მაღლა დააყენონ",- ნათქვამია განცხადებაში.

მომხსენებლებმა განცხადებაში ასევე ხაზი გაუსვეს ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობის მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის სრული ნდობა ექნება.

მომხსენებლებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ უზრუნველყონ სასამართლო რეფორმის მესამე და მეოთხე ტალღების შეთანხმებული შეფასება დაეფუძნოს ინკლუზიურ პროცესს, ყველა შესაბამისი დაინტერესებული პირის მონაწილეობით. მათ ასევე აღნიშნეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართ საზოგადოების ნდობის დაბალი დონე დაბრკოლებად რჩება.

"არ შეგვიძლია ხაზგასმით არ აღვნიშნოთ სათანადო შერჩევის პროცესის მნიშვნელობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყონ, რომ ეს კანდიდატები შეირჩევიან ინკლუზიურ, გამჭვირვალე, კონსესუსისა და დამსახურების საფუძველზე. ასევე მოვუწოდებთ უზრუნველყონ, რომ ამ პირებს დაინტერესებული მხარეებისა და პოლიტიკოსების ფართო მხარდაჭერა ჰქონდეთ. ეს მნიშვნელოვანია მათი ლეგიტიმურობისა და სასამართლო ინსტიტუის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის",-ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საუბარი მომავალ ადგილობრივ არჩევნებსაც შეეხებოდა. თანამომხსენებლებმა აღნიშნეს ადგილობრივი არჩევნებისადმი გაზრდილი მნიშვნელობა და ყურადღება. განცხადების ავტორებმა პოლიტიკურ ძალებს მოუწოდეს, რომ უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს, ნამდვილად დემოკრატიული გზით, საარჩევნო კანონმდებლობისა და შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად, ისევე როგორც დემოკრატიული არჩევნების, საერთაშორისო სტანდარტით.

თანამომხსენებლები მიესალმნენ საყოველთაო და კონსენსუსურ წესს, რომლის მიხედვითაც შეიქმნა მიშელის შეთანხმებაში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის მიერ. მათ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ ძალას, ამ ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის მომავალი დასკვნის ყველა რეკომენდაცია სრულად შეასრულონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი