ФСБ ქილერი საქართველოში - უცნობია გაშფრავს თუ არა უსაფრთხოების სამსახური სქემას, რომელიც "მთავარი არხის" ეთერში გახმაურდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმის მთავარ მოწმეზე ჰასან ხალიტოვზე ნადირობს.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი დღეს ამ საკითხზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და თქვა, რომ "კომიქსებიდან ამოწერილ" ისტორას ვუყვებით.
"მე თქვენ აბსურდულ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ. სადღაც აბსურდში ხართ, რაღაცა მოგონილ ისტორიებს მიყვებით, კომიქსიდან ამოწერილ ისტორიებს. ვერ გიპასუხებთ უაზრო კითხვას, კითხვას სვამთ, რომ ქილერი რომელიც არის დაკავშირებული, ტაბლიჩკა ეკეთა რომ ქილერი ვარ და შემოუშვეს?! ვინ გაასაჯაროვა წადი რა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკითხე", - უთხრა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტს.
კიდევ ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი კი ფიქრობს, რომ თუ "მთავარ არხს" აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები არიან ქვეყანაში, ვალდებულია შესაბამის სამსახურებს აცნობოს. მისივე თქმით, თუ ეს "მთავარმა არხმა" სამსახურებს აცნობა და რეაგირება არ მოხდა, მაშინ შეიძლება მოიკითხონ.
"მთავარს ხალიტოვი" უყვება, რომ მის მოსაშორებლად ფე-ეს-ბე-მ თბილისში დაქირავებული მკვლელი ქალი გამოგზავნა, რომელსაც ის ნოვიჩოკის ტიპის შხამით უნდა მოეწამლა, თუმცა ოპერაცია გაიშიფრა. "მთავარი არხის" ეთერში გასული სიუჟეტს ქვეყნის უსაფროების სამსახურის, ამ დროდმე დუმილით პასუხობს.