დღევანდელი ატმოსფეროს ნახშირორჟანგის დონე ბოლო 4 მილიონ წელში ყველაზე მაღალია

გამოქვეყნდა:

მიუხედავად ოპტიმიზმისა, თითქოს პანდემიისას გამოცხადებული გლობალური ლოქდაუნები კლიმატის კრიზისს დაძლევდა, უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი რამ შეუძლებელია. ატმოსფერული ნახშირორჟანგის (CO2) დონის ახალმა გაზომვებმა აჩვენა, რომ სინამდვილეში სათბური აირების კონცენტრაცია რეკორდულ დონეზე ავარდა და მსგავსი რამ მეცნიერებს თანამედროვე ხანაში არასდროს დაუფიქსირებიათ.

► ნახეთ: სიცხისგან დაღუპული ყოველი მესამე ადამიანის სიკვდილის მიზეზი გლობალური დათბობაა

NOAA (ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია) ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ამბობს, რომ მაისის თვეში CO2-ის დონე 2021 წელს ყველაზე მაღალი იყო, რაც საშუალოდ 419 ppm-ს შეადგენს. NOAA-ს მთავარი კლიმატის მეცნიერი პიეტერ ტანსი ამბობს, რომ ყოველწლიურად ატმოსფეროს ადამიანები დაახლოებით 40 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგით ვაბინძურებთ.

თუ გვინდა, რომ კატასტროფული კლიმატის ცვლილება თავიდან ავიცილოთ, ყველაზე დიდი პრიორიტეტი CO2-ით დაბინძურება ნულამდე უნდა დავიყვანოთ. რაც შეიძლება მალე. - ამბობს ის.

მეცნიერების თქმით, 419 ppm ყველაზე მაღალი თვიური საშუალო დონეა მას შემდეგ, რაც ატმოსფეროს შედგენილობის ზუსტი გაზომვები დაიწყო 60 წლის წინ.

თუმცა, ამ შედეგების ზუსტი მასშტაბის შეფასებაში დროში ათწლეულებით უკან წასვლა ვერ დაგვეხმარება. ამისათვის, ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ პლიოცენში, რომელიც დაახლოებით 4,5 მილიონი წლის წინათ იყო. სწორედ ამ დროს იყო დედამიწის ატმოსფერო CO2-ით გაჯერებული ისე, როგორც წინა თვეში.

► მსგავსი: მყინვარების დნობის გამო, გრენლანდიის სანაპიროები ვერცხლისწყლით ბინძურდება

საიდან ვიცით ეს?

იქიდან, რომ მკვლევრებმა ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაცია ურთულესი და კომპლექსური პროცესებით აღადგინეს. პლიოცენის ეპოქაში ატმოსფერული ნახშირორჟანგის მაღალი დონე ნიშნავდა, რომ მაშინ მსოფლიო განსხვავებული ადგილი იყო, დაახლოებით 2-3 გრადუსით უფრო თბილი, ვიდრე პრეინდუსტრიული პერიოდი.

ფაქტობრივად, დედამიწის პოლარული რეგიონები იმდენად თბილი იყო, რომ იქ ტყეები იყო და სანამ არქტიკაში და ანტრაქტიკაში ყინული წარმოიქმნებოდა, იქაურობა თხევადი წყლით იყო დაფარული - ოკეანეების დონე კი დღევანდელზე 20 მეტრით მაღლა იყო აწეული.

მეცნიერები შიშობენ, რომ ამ მდგომარეობაში დაბრუნდებამდე რამდენიმე ასეული წელი გვაშორებს - ეს მოხდება მაშინ, როდესაც ასეთი რეკორდული დონის ნახშირორჟანგს პლანეტის გასათბობად საკმარისი დრო მიეცემა.

► ნახეთ: ცოცხალი ორგანიზმები ეკვატორს ტოვებენ, რაც მასობრივი გადაშენების ნიშანია

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი