საქართველო ტურისტთა პირველ ნაკადს ისრაელიდან მიიღებს

გამოქვეყნდა:

საქართველო ტურისტთა პირველ ნაკადს ისრაელიდან მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაახმოვანა.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო უსაფრთხო ტურისტული კორიდორის შექმნაზე მუშაობს. პრემიერის განმარტებით, მწვანე კორიდორის შექმნასთან დაკავშირებით ქართული მხარე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩეხეთთან, პოლონეთსა და ავსტრიასთან.

საქართველო უნდა იყოს ერთერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას და ტურიზმის ამუშავებას და ქვეყანაში სტუმრების მიღებას. რამდენიმე ქვეყანასთან ამ მიმართულებით წარმატებული მოლაპარაკებები გვაქვს, რომელიც სრულ მალე დასრულდება ჩვენთვის მისაღები შედეგით. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, რომელთანაც გვექნება უსაფრთხო მწვანე კორიდორი, რომელიც უზრუნველყოფს შესაძლებლობას საქართველოში სულ მალე მივიღოთ სტუმრები, ტურისტები ამ ქვეყნიდან. აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან, ავსტრიასთან. რა თქმა უნდა, ჩვენს მეზობლებთანაც, - განაცხადა პრემიერმა.

საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 18 მარტიდან ჩაიკეტა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი