"ქართულ ოცნებაში", ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით, პერსონალურ მონაცემთა დარღვევის საფრთხეს ვერ ხედავენ.
არავინ ადამიანის პირად სივრცეში არ იჭრება, მითუმეტეს სპეცსამსახურები, მაგრამ ამავდროულად სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ყველა ის ბერკეტი, რომ დაცული იყოს უცხო სახელმწიფოსგან თუ სხვა სისტემების შემოღწევისგან ჩვენ კიბერუსაფრთხოებით დაცულ სისტემებში", - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
პარლამენტის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები სუს-ს ინტერნეტის კონტროლის უფლებას აძლევს. არასამთავრობოების აზრით, კანონი პირად ცხოვრებაში ჩარევისა და თვალთვალის საფრთხეს შეიცავს. კანონი 2021 წლის 30 დეკემბრიდან ამოქმედდება.
აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში 2019 წელს დაინიცირდა, თუმც მაშინ 2 მოსმენის შემდეგ განხილვა კრიტიკის გამო შეწყდა. პროექტი "ოცნებამ" გუშინ დაამტკიცა.