"ქურდული გარჩევების" საქმეზე, ერთ-ერთი დაკავებულის, იმედა ჭუმბურიძის ცოლი აცხადებს, რომ მის ქმარს "ქურდულ სამყაროსთან" არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა ადასტურებს, რომ "სკაიპში" იმ შეხვედრას, სადაც "გლეხოვიჩი" მონაწილეობდა, ჭუმბურიძეც ესწრებოდა.

"სად მოდიოდა ის არ იცოდა, სთხოვდნენ რომ ჩამოდი, უბრალოდ საუბარს დაესწარი, ჩემი მეუღლის ხმა არ ფიქსირდება მე რომ წუხელ მოვუსმინე. ჩამოდი დაესწარიო და შენ წილს მიიღებო, თანხმობა მოგვეციო ეუბნებოდა ვიტალი. გიგას მხარე არ დაიჭირო, ჩემი მხარე დაიჭიერო ამას ეუბნებოდა", - ყვება დაკავებულის ცოლი.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ, მათი სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება.

საქმე ეხება გუშინ დაკავებულ 13 ადამიანს, რომლებიც  ე.წ ქურდულ გარჩევაში მონაწილეობდნენ. მათ წილების განაწილების საქმეში დახმარება საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდს "გლეხოვიჩს" სთხოვეს, მან კი დავის მოგვარებაში შვილი - მევლუდ მახარობლიძე ჩართო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი