ჩვენ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ - ღარიბაშვილის მოლოდინები NATO-ს სამიტიდან

გამოქვეყნდა:

პრემიერი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ 14 ივნისს NATO-ს სამიტზე საქართველოს პროგრესი შესაბამისად იქნება შეფასებული. მისი მტკიცებით, ბოლო წლებში საქართველო NATO-ს ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას ასრულებს.

​"ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას ვასრულებთ, ის რაც განსაზღვრულია ნატოს წინა სამიტების დეკლარაციებში, თუ მიღებულ შეთანხმებებში. ყველა შეთანხმებასა და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს. ჩვენ მოველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმებასაც გამოეხმაურა, ღარიბაშვილის თქმით, პროცესში საქართველომ აქტიური როლი შეასრულა და ქვეყნის საერთო მიზანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა უნდა იყოს.

NATO-ს სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი