როგორ მიაგნო ექსკლუზიურ დეტალებს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა | თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" არხის ჟურნალისტი დათო აბარამიშვილი ყვება, როგორ მოიპოვა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი აქამდე უცნობი დეტალები. მისი თქმით, სამსახურთან დაკავშირებით ინფორმაცია, მეილის საშუალებით მოიპოვა, საიდანაც გადავიდა "გითჰაბზე", რაც არის ღია სივრცე სადაც პროგრამისტებს ერთდროულად შეუძლიათ კოდზე, პროექტზე მუშაობა.  

"გითჰაბში" აღმოჩნდა თამარის პროფაილი. პროფაილში უკვე მარტივად ვხედავთ, რაზე მიდიოდა კონტრიბუცია, ვინ იყო ამ პროცესში ჩართული. ამის შემდეგ უკვე საჭირო გახდა გამოცდილი ადამიანის პროცესში ჩართვა", - ამბობს ამბრამიშვილი.

მისი თქმით, ამ პროცესში 11 ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის, თამარ ბაჩალიაშვილიც, ასევე ნიკა გეჯაძე, რომელიც იყო "ზეგის" დამფუძნებელი და დირექტორი. 

"უცებ, თამართან კონტრიბუციაში შემოდის, ანუ კოდის წერაში იღებს მონაწილეობას ადამიანი, რომელსაც პროფაილზე ჰქვია გაურკვეველი სახელი, "გაუქმებულია, გაუქმებულიას" მსგავსი, როდესაც გადავედი აღმოჩნდა, რომ ამ პროცესში ეს არის გეჯაძე. იქ იყო პროფაილები, ჰიპერლინკები, რომლებიც აერთიანებდა მათ საერთო თემებს, თუ არ ვცდები ერთ-ერთში იყო სურათი", - თქვა მან. 

გიორგი ქართველიშვილი, პროგრამისტი ამბობს, რომ ამ პროცესში ნიკა გეჯაძე მენეჯერის ფუნქციებს ითავსებდა:

"გითჰაბი" არის პროგრამისტების სოციალური მედია, ასე რომ ვთქვათ, რომელზედაც ტვირთავენ ამ პროგრამულ კოდს. როგორც ჩვენთან არის ჯგუფები ისე მუშაობენ ეს ადამიანები პროექტებზე, რომლებსაც აქვს ღია კოდი. შესვლისას ნახავ, რომ მათ აქვთ კავშირი საბანკო კოდებთან, საბანკო ტრანზაქციებს შექმნას ახორციელებენ. მათ შორის არის ინფორმაციის ამოღების მოდული. შეგიძლია შეინახო ეს ინფორმაცია და სამომავლოდ გამოიყენო იმ მიზნით, რა მიზნითაც ქმნი ამ კოდს", - ამბობს გიორგი ქართველიშვილი. 

მისივე თქმით, შესაძლებელია ეს ყველაფერი "ფიშინგისთვისაც" გამოიყენონ. როგორც ის ამბობს, საბოლოო შედეგს ვერ დაინახავ რისთვის შეიძლება ეს გამოყენებულიყო, მაგრამ საუბარია ინფორმაციის წამოღებაზე. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი
სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი