სამუშაოების შეჩერების მოთხოვნა არ იქნა გაზიარებული ევროპელი მედიატორის მხრიდან - თურნავა ნამოხვანჰესზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეჩერება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

თურნავა რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებს გამოეხმაურა, რომელიც მათ ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე ბოლო შეხვედრაზე დააყენეს:

"ეს მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის აქტივისტებმა, ეს მოთხოვნა ამ ეტაპზე არ იქნა გაზიარებული არც ევროპელი მედიატორის მხრიდან, იმიტომ, რომ იყო ძალიან სერიოზული კონტრარგუმენტები წაყენებული, კომპანიას გააჩნია კანონიერი ნებართვა. [...]

რაც შეეხება მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ არ აქვთ რაიმე არსებითი ზეგავლენა გარემოსდაცვით საკითხებზე, კომპანიას გააჩნია ამის ნებართვა და ამ ნებართვის რაღაც მიზეზის გარეშე, საფუძვლის და დასაბუთების გარეშე გამოწვევა, შეწყვეტა ეს არის საინვესტიციო გარემოს დაზიანება და ინვესტორის უფლებების შელახვა, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ", - თქვა ნათია თურნავამ

ამავე თემასთან დაკავშირებით ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანის საკითხი მას შემდეგ გადაწყდება, რაც ხეობის მცველები საჯაროდ განაცხადებენ, რომ პროტესტი მშვიდობიანად გაგრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი